Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ინფორმაცია დაზღვევის შესახებ

გაცნობებთ, რომ სადაზღვევო ბაზრის მოკვლევისა და შესწავლის საფუძველზე, თსუ - სთან თანამშრომლობის მიზნით წარმოდგენილი საუკეთესო შეთავაზებისა და ბაზარზე არსებული რეპუტაციის გათვალისწინებით შეირჩა სადაზღვევო კომპანია ,,არდი“.

      იმ თანამშრომლების საყურადღებოდ, ვინც გასულ წელს დაზღვეული იყო თსუ ბიუჯეტიდან:

    კომპანია არდში დასაზღვევად საჭიროა თქვენი წერილობითი თანხმობა. იმისათვის, რომ მომსახურება მიიღოთ პირველი თებერვლიდან, საჭიროა ხელმოწერის დაფიქსირება ფაკულტეტზე  არაუგვიანეს 2023 წლის 26 იანვრისა. ხელმოწერილი განცხადებების მიღება მოხდება როგორც ელექტრონულად, მისამართზე humanities@tsu.ge ისე მატერიალურად 208-ე ოთახში.

(იმ თანამშრომლებს, რომლებიც წერილობით დააფიქსირებენ კონკრეტულ სადაზღვევო კომპანიაში დაზღვევის სურვილს, სახელფასო ანგარიშზე დაერიცხებათ საბაზისო პაკეტის ღირებულების შესაბამისი თანხა - 55 ლარი, რომლის სადაზღვევო კომპანიისთვის გადარიცხვა მოხდება ავტომატურად თსუ საფინანსო დეპარტამენტის მიერ).

 

პერსონალის ის ნაწილი, ვინც გასულ წელს არ იყო დაზღვეული თსუ ბიუჯეტით, წელსაც შეუძლია დაეზღვიოს პირადი ხარჯით. განცხადებები პირადი ხარჯით დაზღვევის, ოჯახის წევრების დაზღვევის  ან/და პაკეტის გაუმჯობესების შესახებ მიიღება თსუ კანცელარიაში (როგორც მატერიალურად, ასევე ელექტრონულად კანცელარიის მეილზე  chancellery@tsu.ge) 2023 წლის პირველი თებერვლიდან 17 თებერვლის ჩათვლით.